“ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაგვახარა….ჩვენი შვილები სჭირდებათ ყმებად…საკუთარს ზრდიან ბატონებად”- ნათელაშვილი სავალდებულო ჯარში გაწვევაზე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სავალდებულო ჯარში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, სავალდებულო გაწვევის გადავადებისთვის 10 000 ლარის გადახდას მოქალაქეები ვერ შეძლებენ.

“წლის ბოლოს ივანიშვილის ოლიგარქიულმა რეჟიმმა გაგვახარა ახალი გადაწყვეტილებით, კერძოდ, ჯარში იმსახურებს ყველა, გარდა მათ, ვინც გადაიხდის 10 000 ლარს, თქვენ ალბათ კარგად წარმოგიდგენიათ 10 000 ლარის გადახდის შანსი ვის აქვს ჩვენს ქვეყანაში, ხალხს საახალწლო პროდუქცია ვერ უყიდია, რომ ერთი ვახშამი გააკეთოს. ამდენად, ჩვენი შვლები მათ კვლავ სჭირდებათ ყმებად, ხოლო საკუთარ შვილებს გვიზრდიან ბატონებად. შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლისთანავე ჩვენ მივიღებთ კანონს და ჯარში სამსახური გახდება საკონტრაქტო ნებაყოფლობით და წავა სამხედრო იერარქიაში ის, ვისაც სურს თავისი ცხოვრება მიუძღვნას ამ პროფესიას და სფეროს”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავალდებულო ჯარში გაწვევის გადავადება ერთი წლით, 10 000 ლარით განისაზღვრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share