დღეს უკრაინაში დაღუპული ქართველი, ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერიაა:
“ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში. ვფიქრობდი, დროშა რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა…
ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება. მტრებს ყველაფერი წინ აქვთ… და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ… მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია…” – წერს სოციალურ ქსელში ჯამბულათის მამა არჩილ ხოფერია, რომელიც აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მამასთან და ძმასთან ერთად იბრძოდა, სადაც ძმა – ჯამბულათი დაიღუპა.
სწორედ მის სახელს ატარებდა უმცროსი ჯამბულათი, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ იბრძოდა.