დიდი დადგმა და შოუ არის წარმოჩენილი სააკაშვილის ირგვლივ, მაგრამ რეალობა საკმაოდ მძიმეა – ამის შესახებ უკრაინის რადას წევრმა ლიზა იასკომ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„უკრაინის მოქალაქე, ბატონი სააკაშვილი საფრთხის ქვეშაა დღეს საქართველოში და ეს მიუღებელია, იქიდან გამომდინარე, თუ რა მოვლენები ვითარდება მის ირგვლივ, დამცირება, შეუსაბამო მოპყრობა.
მიხეილ სააკაშვილი, რომ თითქოს უგზავნის წერილებს სხვადასხვა უწყებებს, ეს არ არის სიმართლე, მას არაფრის კოორდინირება არ შეუძლია, მისი არსებული მდგომარეობის და მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. მოხარული ვარ როცა ის ახერხებს წერილის მოწერას, მაგრამ ყოველდღიურად ფიზიკურად ვერ წერს და ეს მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს. ვიცი რომ საკმაოდ დიდი დადგმა და შოუ არის წარმოდგენილი სააკაშვილის ირგვლივ, მაგრამ რეალობა საკმაოდ მძიმეა. ვხედავთ ადამიანს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ლიზა იასკომ.