საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას სააკაშვილი არც დისტანციურად არ ესწრება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„ჩვენ შევთავაზეთ დასწრება, დისტანციურად პროცესზე ჩართვა, რაზედაც მან უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, უარი განაცხადა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
მსჯავრდებული თანახმაა, რომ მის გარეშე ჩატარდეს სასამართლო პროცესი“, – განაცხადა მოსამართლემ.