“მაქვს ყოველთვის ეს იმედი და შემართება, მე მაკავებს პოლიტიკაში და ვაპირებ ამ საქმით დაკავებას სანამ მაქვს შესაბამისი ენერგია. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა განვითარდეს ევროპული კურსით და მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანო როგორც ერთმა მოქალაქემ. ბუნებრივია, როცა ეს წადილი გაქვს და ეს ისტორიული არჩევანი დგას ჩვენს წინაშე, როგორ არ უნდა გქონდეს იმედი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების.”
განაცხადა ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ, რომელმაც არ უარყო ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.