დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა – ვის ეხება ცვლილება?

დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ბოლოს დააანონსა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტის ანაზღაურება 1-ლი იანვრიდან გაორმაგდა. შესაბამისად, ისევე როგორც საჯარო, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც დეკრეტული შვებულების პერიოდში ფინანსური დახმარება 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე გაიზარდა.

ამასთან, პრემიერის განცხადებითვე, 2023 წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share