წელს კალანდა სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიულ ეზოში სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნეს. ფოტოებს ოზურგეთის მერი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
”ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო ოზურგეთელებო, გილოცავთ კალანდას! მშვიდობის, ბედნიერების და წინსვლის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის.
წელს კალანდას განსხვავებულად, ყველანი #ერთად შევხვდით ულამაზეს სოფელ შემოქმედში და ჩვენი ტრადიცია სტუმრებსაც გავაცანით ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
მადლობა, რომ მიიღეთ ჩემი მოწვევა და მობრძანდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მრავალ კალანდას დაესწარით!” – წერს ავთანდილ თალაკვაძე.