მოძრაობა “საქართველოსთვის” წარმომადგენლები ჭორვილიდან შეკვეთილში გადაინაცვლებენ და საღამოს 18 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, ივანიშვილის სახლთან. იქამდე კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ჭორვილაში ადგილობრივები დაუპირისპირდნენ:
“ჩვენ, როგორც მანამდე, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში გავშალეთ თავისუფლება მიშას ბანერი. ეს ვერ აიტანა ოცნებამ და მისმა ტიტუშკებმა და დაიწყეს ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციები. პროვოცირება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იყვნენ შეკრებილი წინასწარ, რომ დაგვხვედროდნენ და ჩაეშალათ აქცია, თუმცა ჩვენ ვერ შეგვაჩერებს პროვოკაციები, ჩვენ მივალთ ყველგან და ივანიშვილს ვეტყვით, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და ვერ მოგვიკლავს მესამე პრეზიდენტს” ამბობს გიორგი მუმლაძე.
მისივე თქმით, დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავდა ასლან აბაშიძის ქმედებას, რომელმაც ჩოლოქი ააფეთქა ძალაუფლების შესანარჩუნებლად