გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ინდოეთში ჩავიდა, სადაც ფილმში უნდა გადაიღონ.
„ჩავფრინდით ინდოეთში… ფილმში „მაჰარაჯას მებაღე“, რომელსაც ბრიტანელები იღებენ, შესაძლოა დამამტკიცონ მთავარ როლზე.საცდელი, შესარჩევი გადაღებები დაიწყო და ყველაფერი უსაშველოდ საინტერესოა, მაგრამ რთული.მაგალითად, ხვალ მაჰარაჯას დიდი ნადიმი აქვს, მე ყვავილებით და გირლანდებით უნდა მოვრთო სასახლე და ეზო.დღეს ბაზარში ვიყავი გადამღებ ჯგუფთან ერთად…სანამ გარდენიაში ზამთრის არდადეგებია, დაკეტილია ხომ არ მოვცდები)) ღმერთო შემაძლებინე“ – წერს ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში.