ერთი-ორი პანჩური იყო, მერაბიშვილის პიროვნებამ გამოიწვია – “უცნობის” პირველი კომენტარი

“როგორ ხართ, როგორ, ტვ პირველი, ტვ უკანასკნელი” – ასეთი რეაქცია ჰქონდა “პირველების” გადამღები ჯგუფის დანახვისას მომღერალ გია გაჩეჩილაძეს, რომლის სიძეც შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

“უცნობი” ძალადობის ფაქტს არ ურაყოფს.

”გაიგებთ ყველაფერს, მე რა უნდა გითხრათ?! დაპირისპირება ალბათ, მისმა (ვანო მერაბიშვილის) პიროვნებამ გამოიწვია. თავდასხმა არ ყოფილა, ერთი-ორი პანჩური იყო ალბათ, შეიძლება. კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი. თუ ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, დააკავებენ”- უთხრა “უცნობმა” “ტვ პირველს”. 

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share