საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი თოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 მათივე ცნობით, 10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ). საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

„10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share