მცხეთა-თბილისის ეპარქიის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძრვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.
“სამწუხაროდ დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს”, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ მამა დავით ქვლივიძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელია.