ბანანის იმპორტი საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელზეა

ბანანის იმპორტი საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელზეა. კერძოდ, გასული წლის 11 თვეში საქართველოში 25 635 400 აშშ დოლარის, 33 507 ტონა ბანანი შემოვიდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2009 წლიდან მოყოლებული.

ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა იყო ეკვადორი, საიდანაც იმპორტმა 31 280 ტონა შეადგინა.

“ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ იმ ტოპ-5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ბანანი იყიდა.

  • ეკვადორი – 31 280 ტონა (24,006 მლნ აშშ დოლარი);
  • თურქეთი – 1 315 ტონა (948.59 ათასი აშშ დოლარი);
  • კოსტა-რიკა – 712.01 ტონა (512.88 ათასი აშშ დოლარი);
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 118.78 ტონა (86.51 ათასი აშშ დოლარი);
  • კოლუმბია – 76.74 ტონა (63 ათასი აშშ დოლარი).
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share