პირველად სამი წლის შემდეგ, ჩინეთმა მოგზაურებისთვის საზღვრები გახსნა

2020 წლის მარტში სამოგზაურო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, 2023 წლის 8 იანვარს ჩინეთმა პირველად გახსნა საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის.

შემოსულ მოგზაურებს აღარ მოეთხოვებათ კარანტინი, მაგრამ მაინც დასჭირდებათ უარყოფითი PCR ტესტი, რომელიც ჩატარდება გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე.

კვირას, ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე დაიწყო რეგულარული ვიზებისა და დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემა უცხოელებისთვის.

ასევე აღდგა საზღვაო და სახმელეთო სამგზავრო მიმოსვლა ჩინეთსა და ჰონგ-კონგს შორის, თუმცა ხელისუფლებამ დააწესა შეზღუდვა იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომლებიც ყოველდღიურად მოგზაურობენ ჩინეთსა და ჰონგ-კონგს შორის.

პანდემიამდე ჩინეთის საახალწლო მოგზაურობები მსოფლიოში ყველაზე დიდ ყოველწლიურ მიგრაციად ითვლებოდა. მოსალოდნელია, რომ წელს საახალწლო პერიოდში დაახლოებით ორი მილიარდი მოგზაურობა იქნება – გასულ წელზე ორჯერ მეტი.

ბოლო დრომდე ჩინეთი ატარებდა “ნულოვან კოვიდ” პოლიტიკას – ფაქტობრივად, ქვეყანა პანდემიის დაწყებიდან იზოლაციაში ცხოვრობდა.

ნოემბრის ბოლოს მასიური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, პეკინმა შეამსუბუქა ზოგიერთი შემაკავებელი ზომა, თუმცა „ნულოვანი კოვიდ პოლიტიკა“ არ გააუქმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share