მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ ჩანაწერზე.
“ეს სიბინძურები უნდა დამთავრდეს” – უთვლის “ნაციონალურ მოძრაობას” ყოფილი პრეზიდენტი და აუდიო ფაილების გასაჯაროვებით აღფოთებულია.
ინფორმაცია მესამე პრეზიდენტს პალატაში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ შეუტანა.
“არ იცოდა, მე მოვუყევი და აღშფოთდა. თქვა, რომ მაგის დრო ახლა არ არის და ხომ უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდებოდა. დაგმო ეს ყველაფერი. თქვა, რომ ყველაფერს დაანებონ თავი. ეს სიბინძურები უნდა დამთავრდესო, რა დროს ეს არის ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეზეა საქმ”, – თქვა ხაჭაპურიძემ.
აუდიო ფაილი, რომელიც ნიკა მელიას სახელით სოციალურ ქსელში ვრცელდება 2016-2017 წლით თარიღდება და სავარუდოდ ოთხი სხვადასხვა დიალოგის მონტაჟის შედეგადაა მიღებული. “პირველებმა” “ნაციონალურ მოძრაობაში” კომპრომატებით ომის შესახებ ახალი დეტალები დაადგინა.
ფეისბუქზე გაურკვეველი წარმომავლობის აუდიო მასალის ატვირთვამდე, ამავე შინაარსის აუდიო ფაილის უფრო ვრცელი ვარიანტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს და მხარდამჭერებს ეგზავნებოდათ.