იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ არის საჭირო.
როგორც ის აღნიშნავს, რესპირაციული ვირუსების პიკი გადავლილია, თუმცა შესაძლოა, მათმა რაოდენობამ იანვარ-თებერვალში მოიმატოს.
„რა თქმა უნდა, შესაძლებელია გრიპის მაგვარმა შემთხვევებმა იანვარ-თებერვალში მოიმატოს. დღევანდელი მონაცემებით, პიკი უკვე გადავლილია, შესაბამისად, სკოლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა საჭირო არ არის, თუმცა, შესაძლოა, სწავლის დაწყებამ გაზარდოს ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ვიმედოვნებ, რომ ტრაგიკული არ იქნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვაქცინაცია კვლავ ერთ-ერთ რეკომენდაციად რჩება. ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, მათთვის სასურველია აცრა“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე