ძლიერმა ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა – წაქცეულია ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

ძლიერმა ქარმა გურიაში პრობლემები შექმნა.

წაქცეულია ხეები, ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქარმა მთავარი ნაძვის ხე წააქცია.

ცენტრალურ ქუჩაზე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ღობეები, მოსაცდელები.

ძლიერი ქარის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელში ხე წაიქცა.

სოფელ ჩიბათში დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, სადაც დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.

ქალაქის ცენტრალურ  სკვერში დაზიანებულია საახალწლო განათებები, წაიქცეულია ხეები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share