”ძლიერი ქარის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დიდი ზიანი მიადგა” – ინფორმაციას ამის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მერის განცხადებით, წაქცეულია ხეები, დაზიანდა სახლები, საახალწლო განათებები და ადმინისტრაციული შენობები:
”ძლიერი ქარის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დიდი ზიანი მიადგა, მთავარ ქუჩაზე წაიქცა რამდენიმე ხე, რის გამოც მოძრაობა ჩაიკეტა, სამაშველო სამსახურის და მერიის კომუნალური სამსახურის მიერ მოხდა დროული რეაგირება, ასევე სოფლებში დაზიანდა სახლების სახურავები, საახალწლო განათებები, ადმინისტრაციული შენობები. მობილიზებულია შესაბამისი ჯგუფები ზიანის გამოსასწორებლად და მიმდინარეობს შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის შესწავლა და დათვლა, მინდა საზოგადოება დავამშვიდო და გითხრათ, რომ აბსოლიტურად ყველა დაზიანებულ ოჯახს მივაქცევთ სათანადო ყურადღებას.” – წერს შარაშიძე.