ამერიკელი გასტროენტეროლოგის დღევანდელმა დაკითხვამ სასამართლოს წინაშე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უმძიმესი პერსპექტივა წარმოაჩინა. სტიუარტ ფინკელმა დასმულ კითხვებზე პირდაპირ განაცხადა – თუ წონის კლება გაგრძელდება სიკვდილი გარდაუვალია; და კიდევ, მიხეილ სააკაშვილი პირისპირ დგას კიბოს განვითრების პერსპექტივის წინაშე.
მსოფლიო მასშტაბით აღიარებულმა მედიკოსმა ქართულ სასამართლოს ასეთი დრამატული მდგომარეობის მიზეზებიც განუმარტა – პატიმარს არ ჩაუტარდა დროული და ადეკვატური მკურნალობა – ამბობს მედიკოსი და ახმაურებს კიდევ ერთ გამაოგნებელ ფაქტს: მესამე პრეზიდენტს ციხეთა სისტემაში დანიშნული ჰქონდა მედიკამენტები, რომლებიც არ არის ნებადართული ამერიკის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.