ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დაიქადნა: დავშლი ამათ მარტივ მამრავლებდ და დავასრულებო.
ისე აგიხდათ ყველა სიკეთე. თქვა და შეასრულა. აღარ არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. არსებობს რამდენიმე ბანაკად დაშლილი, ერთმანეთზე სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებული პარტია, რომელმაც კრიტიკულ მომენტში საკუთარი ღუზა ქოცური მენტალიტეტის ფსკერზე კიდევ უფრო ღრმად დაუშვა. ზიზღი, სიძულვილი, კომპრომატების ფრიალი, ბინძური ჭორები და ცემა-ტყეპა…
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სააკაშვილის გარეშე ნაცებიც ჩვეულებრივი ქოცები არიან მორალური თვალსაზრისით.
სხვა შემთხვევაში ისინი აუცილებლად შესძლებდნენ იმ იდეების გადარჩენას, რომელიც მიშასაც გადაარჩენდა და ქვეყანასაც“, – წერს სულაშვილი.