როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 5 592.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 31.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 450.1 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 33.2 პროცენტით).
მათივე მონაცემების მიხედვით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წელს 7 857.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.