ოზურგეთელი პედაგოგი და სამოქალაქო მოძრაობა “ეკოს” დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე ოზურგეთში მოსული ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებზე წერს:
”არ იფიქროთ, რაიმე მოგვური თემები და სეანსია…სანთლის შუქზე ონლაინ ჩართვას ველოდები. ტელეფონი ოზუში დავმუხტე. რაფერ ჩევედი? კისრის ტეხით და კინჩხის მიყოლებით. იქ ქალაქში გამდნარი აიზბერგები იყო და ფეხსაცმელში წყალი შევიდა… გურიაში იციან წყევლა-შენ აგებნა გზა-კვალიო. გაგებით ვეკიდები გზაი და კვალი არეული რომაა… გაგებით ვეკიდები, ორი დღეა, შუქი არაა და აღმრიცხველი უკუღმა არ ტრიალებს… გაგებით ვეკიდები საკრებულოს თავმჯდომარე 53%-ით იმატებს ხელფასს… გაგებით ვეკიდები, ათწლეულებია გზა და კვალის არევას ჩემსას, თქვენსას, ერისა… იტყვი სიმართლეს-დაგესევიან, დაგკორტნიან…და გადის დრო ჭირთათმენაში. გვეპოვნოს სწორი და მართალი გზა-კვალი. ლოცვა გამომივიდა სათლის შუქზე. შეგაძლებინოთ, გაგაძლებინოთ…დალოცვილი იყავით!” – წერს გორდელაძე.