“თქვენ დროს მედია იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ…და დღეს ვინ არის შეზღუდული?…ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ”– ვოლსკი ჟურნალისტებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე საუბრობს:

“ის, რომ მედია იზღუდება საქართველოში, არის უტიფარი და ვინც ამას გაიმეორებს, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, როგორმე ზიანი მიაყენოს საკუთარ ქვეყანას. ვინ შეზღუდა? ვინ არის შეზღუდული? ერთი მაგალითი მაინც მოიყვანეთ. თქვენ დროს მედიასაშუალება იყო ოთხი და ოთხივე ჰქონდა ამოდებული სააკაშვილს საჯდომის ქვეშ, ეს იყო რეალობა. ვერავინ ვერ შეძლებდა არათუ მედიის რეგისტრირებას, არამედ, რეგისტრირებას კი არა, ამ თემაზე ხმის ამოიღება რომ გაგებედა, წინასწარ უნდა ყოფილიყავი შეკრული ვინმესთან.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share