ივანიშვილისგან ფორმალურად დისტანცირებულმა დეპუტატებმა რიტორიკა შეცვალეს. ,,ხალხის ძალა” დღეს უკვე დარწმუნებით ვეღარ ადებს ხელს დასავლეთს სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში.
ე.წ. ,,ოცნებისგან” განდგომილმა დეპუტატებმა აზრი მას შემდეგ შეიცვალეს, რაც მსჯავრდებული პრეზიდენტის ადვოკატებმა ოფიციალურად მოითხოვეს გამოძიების დაწყება. თუმცა სააკაშვილის დაანონსებული მკვლელობა საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ-ჯერობით საკმარისი საფუძველი არ არის გამოძიების დაწყებისთვის.
არც ერთი დეპუტატი, რომლებმაც პრეზიდენტის მკვლელობის სცენარი საჯაროდ გამოაცხადეს, ამ დროისთვის დაკითხული არ არის.
tv pirveli