“ოკუპანტი რომ გაქებს…იქ იმალება ძაღლის თავი”– ნინო წილოსანი ლავროვის განცადებაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანის აზრით, სერგეი ლავროვის ქება უხერხული იმ ადამიანისთვისაა, ვისთვისაც ის ავტორიტეტი ან სანდო ადამიანია და ის ფიქრობს, რომ განცხადება “ანტიქართული ოცნების” მიზანს ატარებს.

ამ თემაზე წილოსანმა “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა:

ალბათ, უხერხულობა იმისთვის არის ეს ყველაფერი [ლავროვის ქება] ვისთვისაც ლავროვი ავტორიტეტია ან სანდო ადამიანი. “ალტ-ინფოს” მიერ დასმულ შეკითხვაზე ლავროვის პასუხზე ნარატივის აგება არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი საქმე იყოს. ამიტომ ნებსიმიერი ადამიანი ვინც ამ თემას ჩვენ წინააღმდეგ იყენებს…მე ყოველ შემთხვევაი, დიდი სანდოობით ვერ განვიმსჭვალებოდი ვერცერთი რუსული ოფიციალური წარმომადგენლის მიმართ. თუ ვინმეს აქვს მის მიმართ სანდოობა, ალბათ საწინააღმდეგოს მიგვანიშნებს, რომ მათი ეს დამოკიდებულება ლავროვის განცხადებებზე ალბათ უფრო კეთილგანწყობას ასახავს, ვიდრე საქართველოს ინტერესზე.

მარტივად შეიძლება დავინახოთ ეს ყველაფერი – ყველა საკვანძო მომენტში, რუსეთი, დაწყებული 2003 წლიდან, ივანოვის აქ ჩამოსვლიდან და სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან, გარკვეულწილად რაღა სამაშველო რგოლად გვევლინებოდა, ან რაღაც სიტუაციებში გარკვეული მოკავშირეობა იგრძნობოდა “ნაციონალურ მოძრაობასა” და რუსეთს შორის. მე არავის კონკრეტული ფაქტების გარეშე არ დავადანაშაულებ პრორუსულობაში და რუსეთის ინტერესების დაცვაში, იგივენაირად ვერ მოვიქცევი, როგორც ისინი იქცევიან, თუმცა გარკვეულწილად ეს ძალიან თვალნათელი არის. ვიცით, რომ პოლიტიკა ძალიან პრიმიტიულად არ კეთდება და ლავროვის ეს განცხადება რომ კონკრეტულ მიზანს ატარებდა, მათ შორის “ალტ-ინფოს” დასმული კითხვა, ესეც ბუნებრივია. ეს ინტერესები ნამდვილად ვერ ემსახურებოდა თუნდაც “ქართული ოცნების” ინტერესებს, ამიტომ ადვილია დავინახოთ ის კავშირი, რაც ამ განცხადებას და ჩვენს საწინააღმდეგო ინტერესებს შორის შეიძლება არსებობდეს. ოკუპანტი ქვეყანა რომ გაქებს, ზუსტად იქ იმალება ძაღლის თავი და ძალიან მარტივი ლოგიკაა, რომ ეს ყველაფერი გარკვეული მიზნობრიობით კეთდება და “ანტიქართული ოცნების” მიზანს ატარებს”, – ამბობს წილოსანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share