ოზურგეთელმა გიორგი ბუკავაძემ საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი აიღო

 20 – 21 იანვარს ქ. ბოლნისში ძიუდოში ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმარათა.
 სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ძიუდოს სექციის სპორტსმენმა გიორგი ბუკავაძემ მიიღო და შეჯიბრიდან ბრინჯაოს მედალი წამოიღო.
გიორგი ბუკავაძე ასპარეზობისთვის მწვრთნელებმა : დიმიტრი ტუღუშმა, გოჩა ბირჭულაძემ და დავით ჩიკაშუამ მოამზადეს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share