უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი გავლენის გაძლიერებას ცდილობს და ამ ნაბიჯით, კრემლში დაძაბულობას ზრდის.
„ჩეჩენი დაქირავებული ჯარისკაცების ლიდერმა თქვა, რომ 300-ზე მეტი ყადი (სასულიერო მოსამართლე მუსლიმანურ ქვეყნებში) და იმამი გეგმავს ტრენინგის გავლასა და უკრაინაში წასვლას” – აცხადებენ უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში და მიუთითებენ, რომ ამ ნაბიჯით, კადიროვი ცდილობს მისმა გარემოცვამ შეასრულოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე “მართვის” მთავარი ფუნქცია.
ცენტრის ინფორმაციით, კადიროვს „სასამართლო” სჭირდება ორი ამოცანისთვის – საოკუპაციო არმიის რიგებში დეზერტირობის თავიდან აცილებისა და ძარცვის ლეგალიზებისთვის, რითიც “კადიროველები” აქტიურად არიან დაკავებული ოკუპირებულ რეგიონებში.
უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში ამბობენ, რომ კადიროვის მებრძოლები აქტიურად ძარცვავენ დონბასს. დონეცკში კი საოკუპაციო ადმინისტრაციის მუშაობას სწორედ კადიროვის “დელეგაცია” აკონტროლებს.