”დაატარებენ შილაფლავივით ამ უზნეობის სიმბოლოს” – ჩერგოლეიშვილი გუბაზ სანიკიძეზე

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის შესახებ წერს და ამბობს, რომ „ოპოზიციური არხები „ფსევდომესიის“ დაუფასებლობის გამო ქართველ ხალხს ამ უზნეობის სიმბოლოს ალანძღინებენ“.
„გუბაზი გულს გვფხანსო! ამიტომ დაატარებენ შილაფლავივით ოპოზიციური არხები და ფსევდომესიის „დაუფასებლობის“ გამო ალანძღინებენ ქართველ ხალხს ამ უზნეობის სიმბოლოს. ფხანა ქეცმა იცის [თქვე ქეციანებო]. ნუ იქეციანებთ თავებს და აღარც გუბაზის ფხანა დაგჭირდებათ“, – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share