უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტმა მისი განცხადება ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა.
“მადლობა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველ დღე, ყოველ წუთს კარგი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის.
მადლობა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ძლიერი გუნდის შექმნა ქვეყანაში”, – წერია ტიმოშენკოს განცხადებაში.