მამა, პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალური ქსელით პროფესორ ლევან ბერძენიშვილს მიმართავს და მას ბევრი ლექციის ჩატარებისკენ მოუწოდებს.
“ბატონო ლევან, არავის აქვს უფლება, ჩემი სახელით გესაუბროთ. ეს მხოლოდ ჩემი საქმეა…
ჰოდა, მოგმართავთ…
ბევრი ლექცია წაიკითხეთ, ბევრი საჯარო გამოსვლა მოაწყვეთ, ბევრი ისაუბრეთ ილიაზე, აკაკიზე, ვაჟაზე…
იქნებ სინათლეთ მაინც გამოადგეთ თვალებდათხრილ ქვეყანას!..”, – წერს პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფესთან დაკავშირებით კრიტიკული აზრი გამოთქვა, მის მიმართ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი განწყობები გაიზარდა.