ოზურგეთის პოლიციამ შეიარაღებული წინააღმდეგობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ინცინდენტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხდა.
როგორც პოლიციიდან იტყობინებიან, მოქალაქემ სამართალდამცავებს, რომლებიც ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ, ცეცხლი გაუხსნა.
მოგვიანებით პოლიციამ პირის დაკავება შეძლო.
გამოძიება იარაღის უკანონო შენახვა ტარებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის, ასევე პოლიციისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის ბრალდებით მიმდინარეობს.