“რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავიდა…მტერი წლისთავზე ცდილობს…აჩვენოს…თითქოს რუსეთს რაიმე შანსები აქვს“-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში ფრონტზე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. მადლობელი ვარ ჩვენი ყველა მეომრის, რომელიც მზად არის ამისთვის და აჩვენებს უკრაინის საჭირო გამძლეობას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე აჩვენოს, რომ თითქოს მათ რაიმე შანსები გააჩნიათ.

„მტკიცედ გავიარეთ მთელი ეს დრო, თებერვლიდან თებერვლამდე. მტერი ცდილობს ახლა მაინც მიიღოს რაღაც იმისთვის, რომ შემოჭრის წლისთავზე აჩვენოს, თითქოს რუსეთს რაიმე შანსები აქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში უკრაინას ერთიანობა, ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულობა და გამძლეობა სჭირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share