კობახიძე ოპოზიციაზე: ბოლშევიკები, რეინკარნირებული ორჯონიკიძეები არიან

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ,ირაკლი კობახიძე,  “ნაციონალურ მოძრაობას” და ელენე ხოშტარიას “ბოლშევიკები” უწოდებს:

“ესენი არიან 100 წლის თავზე გაცოცხლებული, რეინკარნირებული სერგო ორჯონიკიძეები”- თქვა მმართველი პარტიის ლიდერმა.

რასაც ხოშტარია აკეთებს ეს არის საბჭოური მეთოდები. ხდება შავი სიების წარმოდგენა,  ესენი რომ იყვნენ 100 წლის წინანდელ პერიოდში, ამ ადამიანებს პირდაპირ დახვრეტდნენ, რომ ჰქონდეთ ძალაუფლება, ეს არის ხოშტარია, ეს არის ნაცმოძრაობა. ეს არის ჩვეულებრივი ბოლშევიკური მეთოდები და ეს რუსული ფინანსებიც ამასთან არის მე მგონი კავშირში. ესენი არია ბოლშევიკები. ხოშტარიამ რაც გააკეთა დღეს და რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე, ეს არის ბოლშევიკური მეთოდებით მუშობა.

ყალბი ადამიანები არიან ესენი არიან ხოშტარია, გვარამია, სააკაშვილი და სხვები…” – თქვა კობახიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share