„ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, დასავლეთი საქართველოს აშანტაჟებს და ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, სააკაშვილისვე პასუხისმგებლობაა.
” ევროპარლამენტარმაც და ევროპრეზიდენტმაც სწორი აქცენტი უნდა დასვას, უნდა მოხსნას საკითხი, რომ თურმე საქართველოს სახელმწიფო წამლავს ადამიანს და აწამებს, დაუბრუნდნენ რეალობას, რეალობა აღწერონ და ამის აღწერის შემდეგ თქვან, რომ “მოდი იქნებ სააკაშვილი გავიყვანოთ აქედან”, მაგრამ ნახეთ როგორ უნდათ – რომ წაიყვანონ სააკაშვილი და ისევ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ, რომ სააკაშვილი თურმე იმიტომ კი არ მიდის აქედან, რომ შეეშინდა და ვაპატიოთ, არამედ თურმე სახელმწიფო წამლავს და კლავს, ეს ტყუილი უნდათ სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენონ”,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მანვე განაცხადა, რომ სააკაშვილი სასტუმროს ნომერში ცხოვრობს.