რამდენად მოთხოვნადია საქართველოში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი?

საქართველოში სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, მუდმივად ცვალებადია მოთხოვნადი ფაკულტეტებისა და პროგრამების სიაც.

საქართველოში ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად,  ყველაზე მოთხოვნად ფაკულტეტებად სახელდება:

  • სოციალური მეცნიერებები;
  • სამართალი;
  • მედიცინა;
  • ეკონომიკა და ბიზნესი.

აღნიშნული ფაკულტეტებიდან ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო პროგრამებია:

  • ფსიქოლოგია;
  • სამართალი;
  • ბიზნესის ადმინისტრირება;
  • დიპლომირებული მედიკოსი.

განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, რადგან ეს არის პროფესია, რომლის საჭიროება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფსიქოლოგია ადამიანის ფსიქიკისა და ქცევის მეცნიერულ შესწავლას მოაზრებს.

გამოწვევების უდიდესი ნაწილი რომელსაც ჩვენ თანამედროვე სამყაროში ვაწყდებით, სათავეს სწორედ ადამიანის ქცევიდან იღებს, ამიტომ ფსიქოლოგიური ცოდნა გვეხმარება ამ ქცევის საფუძვლების გაანალიზებასა და სწორი, მართებული გადაწყვეტილებების პოვნაში.

ფსიქოლოგიის შესწავლა უპირატესად საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში გვეხმარება,

პიროვნულად გვავითარებს და ჩვენი რეალობის შესახებ ფართო ხედვას გვაძლევს; ასევე ვგებულობთ იმას თუ როგორ მუშაობს ჩვენი სხეული და გონება, რაც თავის მხრივ გვეხმარება სტრესის კონტროლში, დროის მართვასა და ეფექტურ სწავლაში. ფსიქოლოგიის მიზანი პიროვნებების კეთილდღეობის მიღწევაში დახმარებაა, იმისათვის რომ ადამიანები კმაყოფილები ვიყოთ სოციალური ცხოვრებით – პირადი და პროფესიული ურთიერთობებით და თავს ვგრძნობდეთ ჯანმრთელად და რეალიზებულად.

ფსიქოლოგიის ფაკულტეტი საბაუნიში

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სწორედ რომ ერთ-ერთი მოთხოვანდი პროგრამაა.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მიღებას ფსიქოლოგიის სფეროში. სტუდენტები გაეცნობიან ფსიქოლოგიის ძირითად მიმართულებებს (როგორიც არის პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის

ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია), თანამედროვე ფსიქოლოგიის მიგნებებსა და

გამოწვევებს და თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძენენ მეთოდოლოგიურ უნარ-ჩვევებსაც.

საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა შემდეგი უპირატესობებით გამოირჩევა:

1. კარგად სტრუქტურირებული კურიკულუმი, რომელიც გაჯერებულია პრაქტიკის ელემენტებით,  მრავალფეროვანი და საინტერესო სასწავლო კურსებით;

ვალენსიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, Collaborative Online International Learning (COIL)-ის განხორციელება, რაც გულისხმობს ქართველი და უცხოელი  ლექტორების ჩართულობით ერთობლივი სასწავლო კურსის შეთავაზებას/წაკითხვას სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ვალენსიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარ გაერთიანებულ სასწავლო ჯგუფებში.

2. კვლევაზე კონცენტრირება, რათა სტუდენტებს კვლევითი უნარები გამოუმუშავდეთ;

3. მაღალპროფესიონალი აკადემიური და მოწვეული პერსონალი – კვალიფიკაციური პროფესორ-მასწავლებლები, ახალგაზრდა მკვლევრები და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოწვეული ლექტორები, რომლებიც სააუდიტორიო მუშაობისა იყენებენ სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების თანამედროვე მეთოდებს;

4. თანამედროვე სახელმძღვანელოები, რიდერები და სასწავლო მასალები, ამასთანავე საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ბაზები, რომლებიც ხელმისაწვდომია საბაუნის სტუდენტებისთვის.

5. კურიკულუმსგარე აქტივობები – ქართველი და უცხოელი სპეციალისტების საჯარო ლექციები, ტრენინგები, მასტერკლასები; სტუდენტური კონფერენციები.

6. პრაქტიკის გავლისა და დასაქმების შესაძლებლობა საბაუნის პარტნიორ

ორგანიზაციებში – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში; ადრეული განათლების ცენტრებში; სკოლებში; ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებში; ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრებში; სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებში.

უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მონაწილეობა საბაუნის პარტნიორი ორგანიზაციის -საქართველოს კარიტასისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის ერთობლივ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს ინკლუზიური განათლების ხელშესაწყობად პერსონალური ასისტენტის სერვისის გაუმჯობესებას, სპეციალური მომზადების შემდეგ, სტუდენტები ატარებენ ინტერვიუებს მშობლებთან, პერსონალურ ასისტენტებთან, სკოლის დირექტორებთან და ჩართულები არიან შედეგების დამუშავებასა და განხილვაში. ასევე ხაზგასასმელია საბაუნის ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრთან „ფაზლი“ მჭიდრო თანამშრომლობა.

სულხან საბა-ორბელიანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ,,ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის“ გავლის შემდეგ პრაქტიკებს გადიან და საქმდებიან ცენტრში ,,ფაზლი“.

7. იოანე-პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან – პროფესორებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან თანამშრომლობით დაგეგმილია კროსკულტურული კვლევა, რომელის ჩატარებაშიც საბაუნის სტუდენტებს აქტიურად ჩართვისა და საინტერესო პრაქტიკული

გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან: პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი… შესაბამისად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოთხივე პროგრამაზე თანაბრად მოქმედებს გაცვლითი პროგრამები, როგორიცაა Erasmus+, მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამები, FUCE, ზამთრისა და ზაფხულის სკოლები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share