ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოკლევადიან პერიოდში გამოიწვევს:





ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მხოლოდ ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მოქმედებების შედეგი იქნება. ყოველი მათი ნაბიჯი მიმართულია საქართველოს იზოლაციისკენ და რუსულ ჭაობში დაბრუნებისკენ.
იზოლაცია გამოიწვევს რუსული ყაიდის მმართველობის საბოლოო ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც მივიღებთ დაცლილ ქვეყანას, კიდევ უფრო გაღარიბებულ მოქალაქეებს და კიდევ უფრო გამდიდრებულ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს.
რუსული ოცნება და ევროინტეგრაცია შეუთავსებელია. შესაბამისად მათი დეფაქტო ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე გვაშორებს თავისუფალ სამყაროს და გვაკარგვინებს შანსს გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ბინძური პროპაგანდით, ტყუილებით და ტვინების რეცხვით ცდილობენ დააჯერონ მოქალაქეებს ათასი სისულელე. არადა ევროკავშირის წევრობა ნიშნავს დაცულობას, ბევრ შეძლებულ ოჯახს, ღირსეულ ანაზღაურებას, ბედნიერ ბავშვობას და ტკბილ სიბერეს.
ნათქვამია მოძრაობა “თავისუფლებისათვის” ლიდერის, ოთარ რევიშვილის განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა.