ოზურგეთის განვითარების 8 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში და #ვაკეთებთ შემოქმედი – ჭალის დამაკავშირებელი გზის სრულ რეაბილიტაციას.
პროექტის ბიუჯეტი 1 143 069 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის.

ამ ინფორმაციას ოზურგეთის მერი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს