პირველი წარმოდგენა რომელიც ოზურგეთში სცენის მოყვარულებმა ქართულ ენაზე გამართეს

ოზურგეთში ადგილობრივი სცენის მოყვარულების პირველი წარმოდგენა გაიმართა 1868 წელს და ის გახლდათ მოლიერის „უნებლიეთ ექიმი“ გაზეთ “კავკაზის” ინფორმაციის მიხედვით ოზურგეთში ქართულ ენაზე პირველი თეატრალური წარმოდგენა გალხდათ გიორგი ერისთავის კომედიები „უნებლიეთ ექიმი“ და „ძუნწი“. უნდა აღინიშნოს, რომ მოლიერის კომედია „უნებლიედ ექიმი“ გიორგი ერისთავის მიერ დაიდგა 1852 წელს „გურულები დიდი ხანია ოცნებობდნენ მათთვის გასაგებ ენაზე თეატრალური წარმოდგენა ენახათ; მიმდინარე წელს ახდა მათი ოცნება. დაიდგა თავადი ერისითავის ორი კომედია „უნებლიედ ექიმი“ და „ძუნწი“. ძალიან კარგად შეასრულეს როლები იმ პირებმა, რომლებმაც თავის თავზე აიღეს მათი თამაში. მათ არ დაიშურეს ძალისხმევა, მიუხედვად უამინდობისა და ტალახისა რეპეტიციებზე დადიოდნენ აკურატულად, ზედმიწევნით შეისწავლენ თავიანთი როლები და ყველაფერი გააკეთეს მათი მთავარი კეთილშობილური მიზნის მისაღწევად: წარმოდგენის გამართვით მიღებული თანხით დახმარნენ ოზურგეთის სასწავლებლის ღარიბ აღსაზრდელებს.“ გაზეთი „КАВКАЗ“ 1968 წლის 5 (17) მარტი #28 ოზურგეთში გამართულ წარმოდგენაზე მწირ ინფორმაციას ასევე აქვეყნებს გაზეთი „დროებაც“ – „ოზურგეთს ქართული წარმოდგენა მომხდარა იქაურ შკოლის შესაწევნად. სამწუხაროდ ამ წარმოდგენაზე აქამდის დაწვრილებით არა ვიცით რა.

“ გაზეთი „დროება“ 8 (20) მარტი #10

მასალა მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share