ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ ტყვედ აყვანილ კაზაკებს გურულები როგორც სტუმრებს ისე ექცეოდნენ. ,,ბრძოლაში ჩვენ დანდობა არ ვიცით, მარა როცა ცოცხალი ტყვეები ჩაგივარდება კაცს ხელში, სულგრძელობა უნდა გამოიჩინო, წესიერად მიეპყრო და გაათავისუფლო,” – ამბობდნენ გურულები. კაზაკებს ასმევდნენ და აჭმევდნენ, ზოგიერთს კი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი მისცეს. ერთი გათავისუფლებული კაზაკი გაკვირვებული იძახდა: ,,Батенька, оказывается народ хороший, а мы их ругали” – ,,ღმერთო ჩემო, თურმე რა კარგი ხალხი ყოფილა, ჩვენ კი მათ ვლანძღავდით.” (გურული გლეხების გულისხმიერ დამოკიდებულებაზე მოგვითხრობს გურიის ასაწიოკებლად გაგზავნილი დამსჯელი რაზმის ერთი რუსი ოფიცერი. მისი თქმით, მას იქ ,,ბუნტოვშიკები” არ უნახავს და ყველა გაოცებული იყო, რისთვის გაგზავნეს ამ მხარეში. გლეხები მათ კარგად ეპყრობოდნენ. ერთხელ ის მარტო მიდიოდა ტყეში და გული წასვლია. ბედზე ორმა გურულმა გლეხმა გამოიარა და ის საკუთარ სახლში წაიყვანა. მთელი ღამე უვლიდნენ მას, მთელი საწოლი წყლით გააფუჭესო, რომ გონზე მოვეყვანეო. როცა ოფიცერი მოსულიერდა, ნახა რომ იმყოფება ღარიბულ ქოხში, რომელსაც მიწის იატაკი ჰქონდა და მას უვლიდნენ მტრები, ვისთან საომრადაც იყო გაგზავნილი. დამშვიდობებისას, მან თავის გადამრჩენელს მრავალჯერ გადაუხადა მადლობა და ხუთი მანეთი გაუწოდა, რათა ბავშვებისთვის, რომლებიც დახეული ტანსაცმლით ეზოში დარბოდნენ, ახალი სამოსი ეყიდა. გურულმა იუკადრისა და ფული არ აიღო. მე რომ დამხმარებოდით, ნუთუ თქვენ ჩემგან აიღებდით ფულს? ამ ჩემმა მტერმა დამიპყრო მე სიყვარულით, რომელიც ცხოვრების მთავარი ძალა და მამოძრავებელიაო, – ამბობდა რუსი ოფიცერი). წიგნიდან გურიის რესპუბლიკა, მხატვარი შალვა ძნელაძე
ირაკლი მახარაძე