„ბრძოლა დაანონსდა არჩევნების წინ და არჩევნებიდან ორ დღეში, ჩემთვის კაპიტულანტური შეთავაზება გაკეთდა“ – ასე გამოეხმაურება ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, ტოქშოუ „რეაქციაში“ სტუმრობისას, ახალარჩეული თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელმაც არჩევნების მეორე დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, მზად არიან დათმონ პარლამენტის და საკრებულოების მანდატები, მათ შორის პარტიის ოფისი და ყველაფერი დაიწყონ ნულიდან
“პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, შედეგის დაყენების შემთხვევაში, აქედანვე ვთავაზობ რუსულ ოცნებას – პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისი რომაა, ქართულ ოცნებასაც და ბიძინა ივანიშვილსაც გადავუფორმებთ, მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ყველაფერს ნულიდან“ – თქვა ხაბეიშვილმა.
„ეს არის კაპიტულანტური პოზიცია, მოხდა კაპიტულანტური პირობების გაწერა. ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა , შეცდომები დაუშვია და ამის შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვა და ასე ხელისუფლებაში მოსვლა სურს, რაც შეუძლებლად მიმაჩნია, მაგრამ ამ პარტიას არასოდეს კაპიტულანტური პირობები არ დაუწერია და ასე საჯაროდ სიამაყით არ განუცხადებია, რადგან მიხეილ სააკაშვილი თავისი პერსონალური თავგანწირვის ხარჯზე ჩამოვიდა და არა იმიტომ , რომ ლიკვიდაცია მოვახდინოთ პარტიის.
კაპიტულანტურია, როცა ეს ყველა ბერკეტი არის ბრძოლის გზა, საშუალება და არა გაწევს ბრძოლის ველიდან, როცა იქით ვთხოვთ.
როცა ვეუბნებით რომ პარლამენტიდან გავალთ, ამას არასოდეს გააკეთებენ, რადგან ქართულ ოცნებას ნამდვილად არ უნდა ერთპარტიული პარლამენტი.
ეს არის უპასუხისმგებლო და იმედია გადახედავენ ამ პოზიციას.
ამ ნაბიჯით პარტია წარმოუდგენელ უსუსურობას ავლენს. ბრძოლის გარეშე შედეგი არ დადგება და ჩვენ გვინდა სიბნელეში ნაბიჯი გადავდგათ და გამოვჩნდეთ სუსტები და ამით ჩვენ არგადაყვანის საბაბს ვაძლევთ.
ბრძოლა დაანონსდა არჩევნების წინ და არჩევნებიდან ორ დღეში, ჩემთვის კაპიტულანტური შეთავაზება გაკეთდა“ – განაცხადა ნიკა მელიამ.