დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალი წერილი გავრცელდა.
ექსპრეზიდენტი მადლობას უხდის ყველა პროფესიონალსა და მის მხარდამჭერს, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის.
„მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს, ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანურობისთვის.
ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება. მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას”, – წერს სააკაშვილი.