“საქართველო არის ძირითადი სანქციების ნაწილი….რაც ევროპამ და დასავლეთმა დააწესა…..მაგრამ  რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა დამატებით ორმხრივ სანქციებს….”-არჩილ თალაკვაძე

„ეკონომიკური კვლევაში,  რომელიც ეკონომიკის სფეროს  ექპერტებმა უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ საქართველოს  იმ სანქციებზე (რომლის ნაწილით საქართველო არის ევროკავშირთან და დასავლეთთან ერთად) დამატებით რომ შემოეღო ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ექნებოდა, საშუალოდ, 10%-იანი ეკონომიკური შემცირება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოუწოდებდა  ხელისუფლებას, რომ ასეთი ორმხრივი სანქციები დაეწესებინა.

„ამას თუ დავუმატებთ  ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს ჰქონდა, გამოდის, რომ საქართველოს დღეს ექნებოდა ეკონომიკის 21%-იანი დანაკარგი. 21%-იანი დანაკარგი არათუ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაა ძალიან სერიოზული დანაკარგი და ეს პირდაპირ შექმნიდა დესტაბილისაციის საფრთხეს და ზუსტად ეს არის ამ რადიკალური ოპოზიციის სასურველი მოგება. ანუ ისინი მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. დანარჩენი ყველაფერი, რაც ხდება და რასაც ახლა ამბობენ, რომ თითქოს ტოვებენ პარლამენტს და თან ვერ ტოვებენ, არის ამ დიდი სურათის ნაწილი და ამისთვის სჭირდებოდათ ეკონომკური და სოციალური დესტაბილიზაციაც“,- განმარტა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, საქართველო არის ძირითადი სანქციების ნაწილი, რაც ევროპამ და დასავლეთმა დააწესა, მაგრამ  რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა დამატებით ორმხრივ სანქციებს, რომელიც საქართველოს რაიმეთი დახმარების საშუალებასაც მოუსპობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share