ლევან ხაბეიშვილმა მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმა წარადგინა და აქციები დააანონსა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგანგებო ბრიფინგზე პარტიის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით საუბრობს. მან მომდევნო დღეებში საპროტესტო აქციები დააანონსა:

  • 8 თებერვალი, 17:00 – აქცია თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან;
  • 9 თებერვალი, 13:00 – აქცია ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში;
  • 10 თებერვალი, 13:00 – აქცია ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოსა და ხაშურში;
  • 11 თებერვალი, 15:00 – აქცია შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ხაბეიშვილი მოსახლეობას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ენმ აქციებით უახლოეს მომავალში მთელ საქართველოს მოიცავს, რისთვისაც, მისი თქმით, “საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share