სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ოკუპანტს ქვეყანას აქვს უპირატესობა, არ იზირებს. მეტიც, საქართველოს პრეზიდენტი გმობს და აკრიტიკებს “ოცნების” ხელისუფლების ამ ნარატივს.
“ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.
სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება”.
“ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინულ მხარეს რუსებისგან განსხვავებით ბოლო კვირეების განმავლობაში არცერთი დასახლება არ აუღია, რაც ომში რუსეთის უპირატესობაზე მიანიშნებს.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რუსეთის უპირატესობა არის ფაქტობრივი მოცემულობა.
იგივე მესიჯბოქსი გაიმეორა კობახიძის შემდეგ მამუკა მდინარაძემაც და თქვა, რომ რუსეთი ომში გაცილებით წინ არის წაწეული.