ოზურგეთელმა მორაგბეებმა უშუალო კონკურენტი “არმია” დაამარცხეს 39 – 17

ესესაა თბილისში, ორთაჭალაში, დასრულდა საქართველოს მორაგბეთა პირველი ლიგის მორიგი ტურის მატჩი.

სადაც მეორეადგილოსანმა თბილისის “არმიამ” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ოზურგეთის “არწივები” მიიღო.

როგორც პირველი ასევე მეორე ნახევარი ოზურგეთელთა კარნახით მიმდინარეობდა და საბოლოოდ “არწივებმა” მდევარს 39-17 სძლიეს.

ამ გამარჯვებით გურულებმა, ფაქტობრივად, მომავალი სეზონიდან დიდი ათეულში, ანუ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ადგილი გაინაღდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share