ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის ( ბერძნულ – რომაული სტილით ) მოჭიდავე გიორგი თოხაძე საქართველოს ჩემპიონია!
გიორგი თოხაძემ ბათუმში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს პირველობაზე, 55 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი დამსახურებულად მოიპოვა!
გიორგი თოხაძე ასპარეზობისთვის ვლადიმერ და ირაკლი ზურაბიანებმა მოამზადეს.
საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ხვალ, 25 დეკემბერს სრულდება.