საქართველოში ჩამოსული რუსები დანებს, “კასტეტებს” და “დუბინკებს” ყიდულობენ

საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით – პუტინის მობილიზაციას გამოქცეული რუსების მოთხოვნები.  ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრირებულები საქართველოს მოქალაქეობის სანაცვლოდ  “ოცნებას” მხარდაჭერას პირდებიან.

რუსები ქვეყნის ხელისუფლებისგან სასათბურე პირობებს ითხოვენ და იღებენ კიდეც. ამის დასტურად არაერთი მაგალითი გამოდგება. ორი დღის წინ „ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს იმის გამო, რომ რუს ტურისტთან შელაპარაკება მოუვიდა.

სახალხო დამცველმა კი სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო, რადგან ბათუმში მაკლერები საქართველოს მოქალაქეებზე ბინის გაქირავებაზე უარს ამბობენ და სავარაუდოდ გაქირავება სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე უნდათ. რუსეთის  მოქალაქეები ყველაზე ხშირად თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში იარაღის მაღაზიებს აკითხავენ. დანები, ე.წ. კასტეტები, ე.წ. დუბინკები, ბეისბოლის ჯოხები და წიწაკის სპრეი. დიდი მოთხოვნა ამ ტიპის ცივ იარაღსა და სხვა თავდაცვით საშუალებებზეა. ვისგან სურთ თავის დაცვა პუტინის ომსა და მობილიზაციას გამოქცეულებს და რისთვის ემზადებიან ისინი? ეს კითხვები არსებობს და ამაზე პასუხი უსაფრთხოების სამსახურის გასაცემია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share