მოსახლეობას სააკაშვილის სიკვდილისთვის ამზადებენ – გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის სიკვდილისთვის ამზადებს. ამის შესახებ ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

გიული ალასანიას თქმით, ხელისუფლებას გამოჰყავს ისე, თითქოს სააკაშვილი უზნეოა, არ ჭამს და ამიტომ შესაძლოა, მოკვდეს.

„სიკვდილისთვის ამზადებენ, ახლა, როგორც ჩანს, მოსახლეობას [სააკაშვილის] სიკვდილისთვის ამზადებენ. რომ არის კარგად, მხნედ, მშვენივრად, მაგრამ უზნეოა და მოკვდა. აი, ეს არის. ამზადებენ, რომ ეს ცუდი კაცია და რა მოხდა მერე, რომ მოკვდეს“, – აცხადებს ალასანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share