ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“მაინც გვახსოვდეს დაძინებამდე თუ გაღვიძებისას.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წლის შემდეგ საქართველო ასეთი ქვეყანაა :
● მართავს არაფორმალური მმართველი, ვიღაც მდიდარი კაცი, ოლიგარქი თავისი მარიონეტებით.
● ჰყავს ხელისუფლება, რომელიც დღე და ღამე აგინებს დასავლეთს და ელაქუცება დამპყრობელს
● ვიღაც რუსი დეპუტატის გამო არბევს აქციებს და თვალებს თხრის ახალგაზრდებს
● რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთისკენაა
● ყოველდღიურად ანიავებს შანსებს
● ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები
● პირველი პრეზიდენტის დევნაში სიკვდილის გამოცდილების მქონე ქვეყანას ახლა მესამე პრეზიდენტი ჰყავს პატიმრად – რა წონითაც ციხეში შევიდა, იმის ნახევარია ახლა და რა იქნება მომავალში, არავინ იცის.
● ტელევიზიის ხელმძღვანელი არაფრის გამო ციხეში ზის.
● პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, პროკურატურა და ა.შ. – არ არსებობს.
● მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია
● ხალხი გაღატაკებულია და ქვეყნიდან გარბის. ოჯახის წევრები ერთმანეთს წლობით შორდებიან, ბავშვები ვიდეოზარებით იზრდებიან.
● უიმედო და უპერსპექტივობა სუფევს. ახალგაზრდები ამ ჭაობში ვერანაირი შანსს ვერ ხედავენ, ხანშიშესულებს კი ღირსეული სოციალური ცხოვრება არ ეღირსათ.
● ჩვენს შვილებს ამ რეალობაში ჩარჩენა ემუქრებათ
დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ…
ეს ვითარება გვაქვს დღეს. ეს არის სირცხვილია. არა ვართ ამის ღირსი და პირველსავე შესაძლებლობაზე ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ და ქვეყანასა და ჩვენს თავს ახალი შანსი მივცეთ!
ეს მომენტი დადგება აუცილებლად. შანსი კიდევ იქნება!” – წერს სანაია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: