კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე – გოგი წულაია

“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ… ვიბრძოლებ გამარჯვებამდე” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” ვებგვერდთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სასამართლო გვაქვს და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ და დასჯილი ვარ იმისათვის, რომ გავბედე და ბერას შევაგინე. ამას არ მაპატიებდა, მე ეს შეგნებულად ვთქვი და რაღაც შედეგებს ნამდვილად ველოდი. ამას ნამდვილად არა, მაგრამ რაღაცას რომ გამირთულებდნენ, ნამდვილად ველოდი. მიპირებენ დასჯას, მაგრამ ვარ საფრანგეთში და ვნახოთ, მაქვს იმედი რომ ეს ქვეყანა არ გამწირავს და არ დამაბრუნებს საქართველოში. ვარ პოლიტიკური დევნილი, პოლიტიკური პატიმარი ვიყავი და ამწუთას ვარ პოლიტიკურად დევნილი ქვეყნიდან. არ გავჩერდები, ვიბრძოლებ ბოლომდე, გამარჯვებამდე. რაც შემეძლება ამ ქვეყანაში, საფრანგეთში ემიგრაციაში ვიმუშავებ და გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩვენი ქვეყანაც დაადგეს სწორ გზას, რასაც ჰქვია ევროპის გზა და გადარჩენა, – ამბობს წულაია. 

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა 14 თებერვალს დაუსწრებლად შეუფარდა. როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა უთხრა, სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯეს.

გელბახიანის თქმით, “ხელისუფლება გოგი წულაიას პოლიტიკურ დევნას განაგრძობს”. დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმროდან 1-ელ ივლისს გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა, მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share